შეარჩიეთ დომენური სახელი

დომენის რეგისტრაცია

2018 წლის 15 აპრილიდან, კავკასუს ონლაინის გადაწყვეტილებით ამოქმედდა .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესები, რომელთა თანახმადაც კავკასუს ონლაინი ადმინისტრირებას გაუწევს .GE დომენურ ზონას, ხოლო რეგისტრატორის ფუნქციას შეასრულებს აკრედიტირებული რეგისტრატორები.

შპს კავკასიის დომენების რეგისტრატორი არის კავკასუს ონლაინის მიერ აკრედიტებული რეგისტრატორი.

წესების მიხედვით:

  • ახალი .GE დომენების რეგისტრაცია უნდა მოხდეს აკრედიტებული რეგისტრატორის საშუალებით
  • არსებული .GE დომენების რეგისტრაციის გაგრძელება უნდა მოხდეს მათი აკრედიტებულ რეგისტრატორთან გადატანით
  • აკრედიტებულ რეგისტრატორთან თქვენს სახელზე რეგისტრირებული .GE დომენის გადატანის შემდეგ თქვენ საშუალება გექნებათ გაასხვისოთ იგი და პირდაპირ გადააფორმოთ სხვა პირზე

არსებული .GE დომენის გადმოტანა შპს კავკასიის დომენების რეგისტრატორთან უფასოა

დომენის ტრანსფერი / გადმოტანა უფასოდ