რა არის დომენის ტრანსფერი?
დომენის ტრანსფერი გულისხმობს დომენის გადმოტანას ერთი რეგისტრატორიდან, მეორე რეგისტრატორის ანგარიშზე.
როგორ გავაკეთო დომენის ტრანსფერი კავკასუს ონლაინიდან?
• დააგენერირეთ ტრანსფერის კოდი registration.ge-ზე
• დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია registrator.ge-ზე
• ჩაწერეთ დომენის დასახელება და ტრანსფერის კოდი ტრანსფერის გვერდზე
• გადაიხადეთ დომენის მინიმუმ 1 წლის საფასური
• დაელოდეთ დაახლოებით 10-15 წუთი და დომენის ტრანსფერის პროცესი დასრულდება ავტომატურ რეჟიმში.
რა ღირს დომენის ტრანსფერი?
დომენის ტრანსფერი კავკასუს ონლაინიდან უფასოა, ტრანსფერის პროცედურისას იხდით დომენის გახანგრძლივების მინიმუმ 1 წლის საფასურს, რითაც დომენს ახანგრძლივებთ დამატებით 1 წლის ვადით, ასევე იმ შემთხვევაში თუ ძველ რეგისტრატორთან დარჩენილი გაქვთ დომენის გათიშვამდე ვადები, ეს ვადა ავტომატურად დაემატება ტრანსფერის პროცედურის დასრულების შემდეგ გადახდილ ვადას.
შეფერხდება თუ არა დომენი ტრანსფერის პროცედურისას?
დომენის ტრანსფერის პროცედურისას, დომენის მუშაობა არ შეფერხდება, ტრანსფერის დასრულებისთანავე გადაამომწეთ NS ჩანაწერები.
რომელი NS ჩანაწერები გავუწერო დომენს?
NS ჩანაწერების მისაღებად მიმართეთ თქვენს ვებ-ჰოსტინგ პროვაიდერს.
რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი .ge ზონაში?
*.ge - ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისთვის;
*.com.ge (generic) - კომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.edu.ge (generic) - მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
*.org.ge (generic) - არაკომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.net.ge (generic) - ორგანიზაციებისთვის;
*.pvt.ge (generic) - მხოლოდ კერძო პირებისათვის
(იხილეთ .GE დომენის რეგისტრაციის წესები და პირობები).
რა არის საჭირო დომენის რეგისტრაციისთვის?
საიტიდან www.registrator.ge ქმნით პროფილს, საიდანაც თავად შეძლებთ დომენის რეგისტრაციის მართვას - ტრანსფერს, რეგისტრაციას, დომენის გადაფორმებას, ნს-ების, საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებას და გადახდას.
რას ნიშნავს ონლაინ შეკვეთის ფორმაში ველი NS?
დომენის რეგისტრაციისათვის აუცილებელია მინიმუმ ორი სერვერის (primary and secondary DNS) არსებობა. ამ ველში უნდა მიუთითოთ ის სერვერები, რომლებიც უზრუნველყოფენ დომენის ფუნქციონირებას.
შესაძლებელია დომენში "_", "?", "&" ან "!" გამოვიყენო?
არა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ლათინური ასოების, ციფრებისა და დეფისის გამოყენება. დომენური სახელი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ლათინური ანბანის ასოთი ან ციფრით. შუალედური სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი.
როგორ უნდა გადავიხადო რეგისტრაციის თანხა?
დომენის რეგისტრაციის თანხის გადახდა შეგიძლიათ Visa და Mastercard ბარათების საშუალებით.
როდის უნდა გადავიხადო რეგისტრაციის თანხა?
დომენის რეგისტრაციის თანხის გადახდა ხდება დომენის რეგისტრაციის პროცესში.
რამდენ ხანში დარეგისტრირდება დომენი?
დომენის რეგისტრაცია და აქტივაცია ხდება მომენტალურად, რეგისტრაციის დასრულებისთანავე.
როგორ გავასხვისო დომენი?
დომენის გასხვისების პროცედურა მოიცავს ტრანსფერის პროცედურას, დააგენერირეთ ტრანსფერის კოდი, გაუგზავნეთ მას ვისაც უფორმებთ დომენს, ტრანსფერის მოთხოვნის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელ-ფოსტაზე დადასტურების შეტყობინებას, რის შემდეგაც მოხდება დომენის ტრანსფერი.