შეარჩიეთ დომენური სახელი

დომენის რეგისტრაცია

I. ზოგადი დებულებები

1.1 შპს „კავკასუს ონლაინი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით 211380833, შემდგომში „კავკასუს ონლაინი“) ადმინისტრირებას უწევს .GE ქვეყნის კოდის ზედადონის დომენს, აწარმოებს დომენური სახელების რეესტრს, ორგანიზებას უწევს დომენური სახელების რეგისტრაციას სადამფუძნებლო დოკუმენტების, წინამდებარე .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების(შემდგომში „დომენის რეგულაცია“ ან „რეგულაცია“), საქართველოს კანონმდებლობის, ICANN-სა და კავკასუს ონლაინს შორის გაფორმებული შეთანხმების და იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საზოგადოდ აღიარებულიამოცემულ სფეროში. ორაზროვნებისა და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, წინამდებარე დომენის რეგულაციის საფუძველზე და მიხედვით, კავკასუს ონლაინი იტოვებს და განახორციელებს მხოლოდ ადმინისტრატორისუფლებამოსილებას, გარდა 5.3 პუნქტში მითითებული შემთხვევისა, ხოლო რეგისტრატორის უფლებამოსილებას განახორციელებენ მესამე პირები ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კავკასუს ონლაინსეკრძალება რეგისტრატორის ფუნქციების განხორციელება პირდაპირ ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით მანამ, სანამ იგი არის .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორი.

1.2 წინამდებარე დომენის რეგულაცია სრულად ანაცვლებს და აუქმებს 2015 წლის 1 ივნისს მიღებულ „GE დომენის რეგისტრაციის წესების და პირობები“-ს შესახებ დოკუმენტს.

1.3 წინამდებარე დომენის რეგულაცია ვრცელდება ყველა .GE-თი დაბოლოებულ დომენურ სახელზე, მათ შორის 1.2. პუნქტში მითითებული დოკუმენტის („GE დომენის რეგისტრაციის წესების და პირობები“-ს) საფუძველზერეგისტრირებულ დომენურ სახელებზე.

1.4 დომენის რეგულაცია აწესრიგებს ადმინისტრატორს და რეგისტრატორებს, რეგისტრატორებსა და რეგისტრანტებს და ასევე ადმინისტრატორსა და რეგისტრანტებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების, მათ შორის, უფლებებისგამოყენების და ვალდებულებების შესრულების ნაწილში, სავალდებულო, არსებით პირობებს.

1.5 ადმინისტრატორსა და რეგისტრატორს შორის, აგრეთვე, რეგისტრატორსა და რეგისტრანტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში მხარეებს უფლება აქვთ განსაზღვრონ სხვა დამატებითი პირობები, რაცაკრძალული არ არის დომენის რეგულაციით. დომენური სახელებით არადისკრიმინაციული სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით წინამდებარე დომენის რეგულაციასა და რეგისტრატორის მიერ რეგისტრანტისთვის დაწესებულნებისმიერ პირობას შორის, ასევე, რეგისტრატორის ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას და დომენის რეგულაციას შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში წინამდებარე დომენის რეგულაციას ენიჭება უპირატესი იურიდიულიძალა.

1.6 რეგისტრატორების სია გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის შემდეგ ვებ-გვერდზე www.nic.ge.

1.7 დომენის რეგულაციის მიზანია უზრუნველყოს დომენური სახელების სისტემის ხარისხიანი, უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

1.7.1 თვითრეგულირება და დამოუკიდებლობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვასა და ადმინისტრირებას ადმინისტრატორი ახორციელებს ინტერნეტ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოორგანოებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე, დაინტერესებული პირების (stakeholders) რომელიმე ცალკეული ჯგუფის გავლენის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის დაინტერესებული პირები (stakeholders) განიმარტებადომენის რეგულაციის სფეროში არსებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

1.7.2 სტანდარტები და მომავალზე ორიენტირებულობა: დომენური სახელის სისტემისა და რეგისტრაციის მომსახურების მაღალი ხარისხის, დაცულობის, სტაბილურობისა და მდგრადობის რეგისტრატორებისა დაადმინისტრატორის მიერ უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრატორი მიიღებს შესაბამის ზომებს. ადმინისტრატორი არ შეაფერხებს და უზრუნველყოფს დომენური სახელის სისტემის მოქნილობას რათა ხელი არ შეეშალოს ბაზრისადა ტექნოლოგიურ განვითარების შედეგად სიახლეების დანერგვას ბაზრის ამ სეგმენტში.

1.7.3 კონკურენცია: ადმინისტრატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებასა და რეგისტრანტთა არჩევანის მრავალფეროვნებას .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ბაზარზე.

1.7.4 გამჭვირვალობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ადმინისტრატორი უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას.

1.7.5 დაინტერესებული პირების (stakeholders) ჩართულობა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც აუარესებს რეგისტრატორების ან/დარეგისტრანტების მდგომარეობას ადმინისტრატორი უზრუნველყოფს ამ პროცესში საქართველოს ინტერნეტ საზოგადოებაში არსებულ დაინტერესებულ პირთა (stakeholders) თანაბარ და დაბალანსებულ ჩართულობას.

1.7.6 უფლებების დაცვა: .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ადმინისტრატორი პრიორიტეტულად მიიჩნევს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და სიტყვისა და გამოხატვისთავისუფლების უზრუნველყოფას.

II. ტერმინთა განმარტება

2.1 „ადმინისტრატორი“ - საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრირებას უწევს .GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენს, უზრუნველყოფს დომენური სახელების რეესტრის ფუნქციონირებას, .GE ზედადონის დომენის (TLD- Top Level Domain) სახელის სერვერების უსაფრთხო და სტაბილურ ფუნქციონირებას, .GE ზედა დონის დომენის (TLD) ზონის მონაცემების შესახებ რეგულარული განახლებების გენერირებას. .GE ქვეყნის კოდისზედა დონის დომენის ადმინისტრატორი არის კავკასუს ონლაინი.

2.2 „ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენი“ (ccTLD- country code Top Level Domain) - ნიშნავს .GE ქვეყნის კოდის აღმნიშვნელ ზედა დონის დომენს, რომელიც აღიარებულია საქართველოს მიერ.

2.3 „მეორე დონის დომენი“ (SLD – Second Level Domain) - ნიშნავს ნიშანს ან ნიშნების კომბინაციას, რომელიც მდებარეობს GE დაბოლოების მარცხენა მხარეს და მისგან გამოყოფილია წერტილით.

2.4 „ASCII“- ნიშნავს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ამერიკულ სტანდარტულ კოდს.

2.5 „ავტორიზაციის კოდი“ - ნიშნავს პაროლს, რომელიც ადგენს ურთიერთობას რეგისტრირებულ დომენურ სახელსა და რეგისტრანტს შორის.

2.6 „შეჩერება“ - ნიშნავს, რომ დომენურ სახელსა და მინიჭებულ სახელის სერვერს შორის ურთიერთობა დროებით შეწყვეტილია, რეგისტრანტს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა განახორციელოს: რეგისტრატორის ცვლილება,დომენური სახელის გადაცემა, საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, სახელის სერვერის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა.

2.7 „დომენური სახელი“ - ნიშნავს იდენტიფიცირების ნიშანს და შედგება:
(i) .ge დაბოლოების დომენისგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი მეორე დონის დომენისგან (მაგალითად, [--].ge); ან
(ii) .ge დაბოლოების დომენისგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი ზოგადი დომენისგან (მაგალითად, [--].com.ge).

2.8 „IP მისამართები“ - ნიშნავს რიცხვთა კომბინაციას, რომელიც ერთდროულად აიდენტიფიცირებს კომპიუტერს (ან სხვა ქსელურ მოწყობილობას, რომელიც იყენებს ინტერნეტ პროტოკოლს) საყოველთაოდ გამოყენებულ მონაცემთაკომუნიკაციის ქსელში.

2.9 „სახელის სერვერი“ - ნიშნავს კომპიუტერს, რომელიც იმახსოვრებს და აგზავნის დომენურ სახელთან და შესაბამის IP მისამართებთან დაკავშირებულ შეტყობინებებს საყოველთაოდ გამოყენებულ მონაცემთა კომუნიკაციის ქსელში.

2.10 „რეგისტრანტი“ - ნიშნავს პირს, რომლის სახელზეც არის დარეგისტრირებული დომენური სახელი.

2.11 „ზოგადი დომენი“ (General Domain)- ნიშნავს .org.ge; .com.ge; .edu.ge; .school.ge; .pvt.ge; .net.ge; gov.ge დაბოლოების მქონე მეორე დონის დომენურ სახელებს, ასევე სხვა დამატებით მეორე დონის დომენურ სახელებს, რომელთაცადმინისტრატორი განსაზღვრავს, როგორც ზოგად დომენს და დაამატებს ზოგადი დომენების ჩამონათვალში, იმ პირობით, რომ ასეთი დამატების მომენტისთვის შესაბამისი დომენური სახელი არ იქნება რომელიმე რეგისტრანტისსარგებლობაში.

2.12 „რეგისტრატორი“- ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრატორის ხელშეკრულების შესაბამისად უწევს სარეგისტრაციო მომსახურებას რეგისტრანტებს.

2.13 „სარეგისტრაციო მომსახურება“ - მოიცავს რეგისტრანტის განაცხადის შესაბამისად რეგისტრანტისთვის გაწეულ შემდეგ მომსახურებებს:
(i) დომენური სახელის რეგისტრაცია;
(ii) რეგისტრაციის განახლება;
(iii) რეგისტრატორის ცვლილება;
(iv) საკონტაქტო ინფორმაციის განახლება;
(v) სახელის სერვერის ჩანაწერების ადმინისტრირება.

2.14 „ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი“ - ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელსაც უფლება აქვს რეგისტრანტის სახელით წარადგინოს დომენურ სახელთან დაკავშირებული განაცხადები, მიიღოს და გადააგზავნოს ნებისმიერიინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია დომენურ სახელებთან. ერთი და იგივე ფიზიკური პირი შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი, ტექნიკური საკონტაქტო პირი, ბილინგ საკონტაქტო პირი და რეგისტრანტი(იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრანტი ფიზიკური პირია). ადმინისტრაციულ საკონტაქტო პირს, იმ შემთხვევაში თუ ის იმავდროულად არ არის რეგისტრანტი ფიზიკური პირი, უფლება არ აქვს დელეგირება გაუკეთოს ამ დომენისრეგულაციით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

2.15 „ტექნიკური საკონტაქტო პირი“ - ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრანტის სახელით ამატებს, ცვლის ან შლის სახელის სერვერის ჩანაწერებს და ახორციელებს სხვა სახის ტექნიკურ სამუშაოებს რეგისტრანტისათვის. ერთიდა იგივე ფიზიკური პირი შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი, ტექნიკური საკონტაქტო პირი, ბილინგ საკონტაქტო პირი და რეგისტრანტი (იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრანტი ფიზიკური პირია).

2.16 „ბილინგ საკონტაქტო პირი“- ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრანტის სახელით ახორციელებს დომენური სახელის სარეგისტრაციო საფასურისა და რეგისტრაციის განახლების საფასურის გადახდას რეგისტრატორთან,უფლებამოსილია რეგისტრანტის სახელით მიიღოს და გასცეს დომენურ სახელთან დაკავშირებული ინფორმაცია გადახდების შესახებ. ერთი და იგივე ფიზიკური პირი შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი,ტექნიკური საკონტაქტო პირი, ბილინგ საკონტაქტო პირი და რეგისტრანტი (იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრანტი ფიზიკური პირია).

2.17 „რეგისტრაცია“ - ნიშნავს, რეგისტრანტის მოთხოვნისა და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე სარეგისტრაციო ჩანაწერის შექმნას დომენური სახელების რეესტრში, რომლის საფუძველზეც დომენური სახელირეგისტრირდება რეგისტრანტის სახელზე.

2.18 “რეგისტრატორის ხელშეკრულება“ - ნიშნავს სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ ადმინისტრატორსა და რეგისტრატორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

2.19 „გაუქმება“- ნიშნავს დომენური სახელის და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლას დომენური სახელების რეესტრიდან.

2.20 „საქართველოს კანონმდებლობა“ - ნიშნავს საქართველოს მოქმედ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ადგენენ უფლებებსა და მოვალეობებს ადმინისტრატორისთვის ასევე რეგისტრატორისა და რეგისტრანტისათვის.

2.21 „აპი“ (API- Application Programming Interface), - ნიშნავს აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისს, პროცედურების, ფუნქციების პროტოკოლების ერთობლიობას, რომლებიც გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფებისშესაქმნელად ან გარე სისტემებთან საკომუნიკაციოდ.

2.22 “EPP პროტოკოლი” (Extensible Provisioning Protocol) - ნიშნავს ინფორმაციის მიწოდების გაფართოებად პროტოკოლს, რომელიც განკუთვნილია რეგისტრატორების და ადმინისტრატორის მიერ ინტერნეტ სივრცეში დომენურისახელის ადმინისტრირებისთვის (რეგისტრაციის, რეგისტრაციის განახლების, ცვლილების, წაშლის, გადაცემის) ან/და სხვა ელემენტებისათვის.

2.23 “PEN ტესტი” - ნიშნავს ინფორმაციული სისტემის შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტს, რომლის დროსაც ხორციელდება ავტორიზებული სიმულაციური კიბერ თავდასხმა კომპიუტერულ სისტემებზე, ვებ-გვერდებზე, ქსელურინფრასტრუქტურაზე, ასეთი სისტემის უსაფრთხოების შეფასების მიზნით.

2.24 “WHOIS მომსახურება”- ნიშნავს მომსახურებას, რომლის შუამავლობითაც დომენური სახელების და რეგისტრანტების შესახებ ინფორმაცია გადაიცემა მონაცემთა საჯარო კომუნიკაციის ქსელში.

2.25 “WIPO”- ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას.

2.26 “ICANN” (Internet Corporation for Assigned Names and Numbers) - ნიშნავს მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციას.

III. დომენური სახელის რეგისტრაცია

3.1 განაცხადის შეტანის პირობები

3.1.1 დომენური სახელის დასარეგისტრირებლად რეგისტრატორის მეშვეობით ასეთი რეგისტრატორის ვებ-გვერდის გამოყენებით ელექტრონული განაცხადი შეუძლია წარადგინოს ადმინისტრატორთან ნებისმიერმა საჯარო(საქართველოს სახელმწიფო ორგანომ) თუ კერძო პირმა (როგორც რეზიდენტმა, ისე არარეზიდენტმა ქმედუნარიანმა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა), რომლის იდენტობა დადგენადია და რომელიც მოთხოვნის შემთხვევაშიწარადგენს წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრულ საჭირო დოკუმენტაციას და ინფორმაციას. თითო რეგისტრანტზე გასაცემი დომენური სახელების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

3.1.2 დომენური სახელების რეგისტრაციას ადმინისტრატორი რეგისტრატორის შუამავლობით ახორციელებს რეგისტრანტის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც ასეთიელექტრონული განაცხადები წარდგენილია ადმინისტრატორისთვის რეგისტრატორის მიერ.

3.1.3 დომენური სახელი რეგისტრირებულად ითვლება რეგისტრანტის მიერ განაცხადის წარდგენის და 4.1.4 პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციის საფასურის გადახდის მომენტიდან, გარდა ამავე პუნქტის შესაბამისად საჯაროპირებისთვის (საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის), საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. რეგისტრატორი ვალდებულია დომენური სახელის დასარეგისტრირებლად რეგისტრანტისგანაცხადის განხილვის და ადმინისტრატორისთვის წარდგენის პროცესში იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით: იმ რეგისტრანტს, რომელმაც პირველად წარადგინა განაცხადი რეგისტრატორთან დომენური სახელისდასარეგისტრირებლად და გადაიხადა საერეგისტრაციო საფასური ენიჭება უპირატესობა სხვა განაცხადებთან მიმართებაში (first-come, first-served).

3.2 დომენური სახელის დასარეგისტრირებლად აუცილებელი მოთხოვნები

3.2.1 დომენური სახელის მოთხოვნები:
(i) დომენური სახელი შესაძლოა შეიცავდეს ციფრებს (0-9), დეფისებს, ლათინურ ასოებს ან/და მათ კომბინაციას;
(ii) დიდი და პატარა ასო დომენურ სახელში არ განსხვავდება ერთმანეთისგან;
(iii) დომენურ სახელი არ უნდა იწყებოდეს ან ბოლოვდებოდეს დეფისით;
(iv) დომენური სახელის მინიმალური სიმბოლოების რაოდენობა არის 2 (ორი), ხოლო მაქსიმალური - 63 (სამოცდასამი).

3.2.2 იმ სიმბოლოების იდენტიფიცირების ნიშნები, რომლებიც არ შეესაბამება ASCII-ს სტანდარტს, არ რეგისტრირდება, როგორც დომენური სახელი.

3.2.3 დომენური სახელი არ დარეგისტრირდება, თუ ის იდენტურია დომენის რეგულაციის შესაბამისად უკვე რეგისტრირებული დომენური სახელისა.

3.2.4 რეგისტრატორი უფლებამოსილია რეგისტრაციისას ან რეგისტრაციის შემდგომ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში უარი უთხრას/გაუუქმოს რეგისტრანტს ისეთი დომენური სახელის რეგისტრაცია, რომელიც შეურაცხყოფს ანეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს. რეგისტრატორი უფლებამოსილია თავის ვებ-გვერდზე წინასწარ გამოაქვეყნოს ისეთი დომენური სახელების სია, რომლებიც შეურაცხყოფს ანეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს და რომელ დომენურ სახელებზეც რეგისტრატორი არ დააკმაყოფილებს სარეგისტრაციო განაცხადს.

3.2.5 გარკვეული დომენური სახელები არის რეზერვირებული, რომელთა რეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრატორის სპეციალურად განსაზღვრული პირობებით. რეზერვირებული დომენური სახელების სია დამათი რეგისტრაციის სპეციალური პირობები გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე.

3.3 ზოგადი დომენები

3.3.1 ზოგადი დომენის ზონაში შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი დაბოლოების მქონე დომენური სახელები, იქვე მითითებული შესაბამისი პირობების დაცვით:
(i) .com.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელზე;
(ii) .edu.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელზე;
(iii) .org.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციების სახელზე;
(iv) .net.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან მათი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული კომუნიკაციებისსფეროსთან;
(v) .pvt.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ კერძო პირების სახელზე.
(vi) .school.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელზე;
(vii) gov.ge - დაბოლოების მქონე დომენური სახელი შესაძლოა დარეგისტრირდეს მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოზე და ასეთი დომენური სახელის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსსსიპ „სმართ ლოჯიქი“ ადმინისტრატორსა და სსიპ „სმართ ლოჯიქს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე.

3.3.2 ზოგადი დომენური სახელების რეგისტრაციაზე ვრცელდება წინამდებარე რეგულაციის 3.2 პუნქტით დადგენილი დომენური სახელის დასარეგისტრირებლად აუცილებელი მოთხოვნები.

3.3.3 ზოგადი დომენის რეგისტრანტმა რეგისტრატორს ელექტრონული ფორმით უნდა წარუდგინოს შესაბამისი დაბოლოების ზოგადი დომენური სახელისთვის წინამდებარე 3.3.1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნისდაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

IV. რეგისტრანტისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები

4.1.1 რეგისტრანტი ვალდებულია დომენური სახელის ელექტრონულ სარეგისტრაციო განაცხადში გაამჟღავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
(i) დომენური სახელი, რომლის რეგისტრაციაცაა მოთხოვნილი;
(ii) რეგისტრანტის სრული სახელი (იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის სახელი), საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ რეგისტრირებული დაფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
(iii) ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთისარსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
(iv) ტექნიკური საკონტაქტო პირის სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთისარსებობის შემთხვევაში) საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა).

4.1.2 რეგისტრატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს რეგისტრანტს სარეგისტრაციო განაცხადში ასევე მიუთითოს ბილინგ საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია: სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი,საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული/ რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა).

4.1.3 რეგისტრანტი უფლებამოსილი დომენური სახელის სარეგისტრაციო განაცხადში მიუთითოს სახელის სერვერები, რომლებიც მოემსახურება დომენურ სახელს.

4.1.4 რეგისტრანტი ვალდებულია გადაიხადოს დომენური სახელის რეგისტრაციის საფასური ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა თუ რეგისტრანტი არის საჯარო პირი(საქართველოს სახელმწიფო ორგანო), საბიუჯეტო ორგანიზაცია.

4.1.5 ადმინისტრატორი უფლებამოსილია დამატებით მოსთხოვოს რეგისტრატორს რეგისტრანტის, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის, ტექნიკური საკონტაქტო პირის, ბილინგ საკონტაქტო პირის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
(i) ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადი ნომერი, ქვეყანა, რომელმაც გასცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში - დაბადების თარიღი და ქვეყანა, რომლის მოქალაქესაცწარმოადგენს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(ii) იურიდიული პირის შემთხვევაში - საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირებული მისამართი, ქვეყანა, სადაც რეგისტრირებულია, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

როგორც რეგისტრატორის, ისე რეგისტრანტის მიერ არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას დამატებით მოსთხოვოს რეგისტრატორს შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა. ინფორმაციის 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეაჩეროს დომენური სახელის ფუნქციონირება.

4.1.6 დომენური სახელის რეგისტრაციისას, როგორც ეს მითითებულია 5.4.1 პუნქტში, რეგისტრანტი ვალდებულებას იღებს ადმინისტრატორის და რეგისტრატორის წინაშე კეთილსინდისიერად შეასრულოს დომენის რეგულაცია,თანხმობას აცხადებს, ადასტურებს და გარანტიას იძლევა რომ:
(i) რეგისტრანტის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია არის სწორი;
(ii) რეგისტრანტი უფლებამოსილია გამოიყენოს განაცხადში მითითებული დომენური სახელი;
(iii) დომენური სახელის რეგისტრაცია და გამოყენება, რამდენადაც ეს რეგისტრანტისთვის ცნობილია, არ არღვევს და არ დაარღვევს რაიმე იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე აქტს, ან მესამე პირთა უფლებებს;
(iv) ადმინისტრატორი და რეგისტრატორი უფლებამოსილნი არიან დაამუშაონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები იმ პროცედურის შესაბამისად და იმ მიზნებით, როგორც ეს მოცემულია დომენის რეგულაციის VIII მუხლში;
(v) რეგისტრანტი 11.1 და 11.2 პუნქტების შესაბამისად ეთანხმება დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების ერთიან პოლიტიკას (UDRP), წესებს და დამატებით რეგულაციას, რომლებიც ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.wipo.int/amc/en/domains/cctld/ge/index.html.

4.1.7 რეგისტრანტის 5.4.1.1 პუნქტში მითითებული ელექტრონული განაცხადი შესაძლოა ჩანაცვლდეს სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

4.1.8 რეგისტრანტი ვალდებულია დაიცვას რეგისტრატორი და ადმინისტრატორი ნებისმიერი სახის ზიანისგან და აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი (მათ შორის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დავებისფარგლებში გაწეული ხარჯები) ან/და მიყენებული ზიანი, რომელიც ნებისმიერ დროს წარმოიშვება რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის არამართლზომიერი გამოყენებით, მათ შორის, ასეთი გამოყენების შედეგად მესამე პირთაუფლებების დარღვევისგან.

4.1.9 საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას რეგისტრანტის მიერ საქართველოს კანონდებლობითდადგენილი მოთხოვნების, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა დამომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით” დადგენილი მოთხოვნების, უგულებელყოფის შემთხვევაში ამავე კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი წესით შეაჩეროს დომენური სახელის რეგისტრაცია.

V. სარეგისტრაციო მომსახურება

5.1 რეგისტრატორის მიერ რეგისტრანტისთვის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევა ხორციელდება წერილობითი (ელექტრონული) ხელშეკრულების საფუძველზე. დომენის რეგულაცია წარმოადგენს რეგისტრანტსა დარეგისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

5.2 იმ შემთხვევაში თუ რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულება შეწყდება, ადმინისტრატორი შეწყვეტის თარიღამდე 1 (ერთი) თვით ადრე აცნობებს ასეთ რეგისტრატორთანრეგისტრირებულ რეგისტრანტებს ამის შესახებ. რეგისტრანტი ვალდებულია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში შეცვალოს რეგისტრატორი, როგორც ეს აღწერილია 5.4.6 პუნქტში.

5.3 იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია 5.2 პუნქტში მითითებული ვადების დაცვა და რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულება შეწყდება დაუყოვნებლივ, ადმინისტრატორიუფლებამოსილია ასეთი რეგისტრატორის ნაცვლად, დროებით მანამ, სანამ რეგისტრანტი არ განახორციელებს რეგისტრატორის ცვლილებას, გაუწიოს ასეთ რეგისტრატორთან რეგისტრირებულ რეგისტრანტებს სარეგისტრაციომომსახურება მათთვის რაიმე ფინანსური ვალდებულების დაკისრების გარეშე და უზრუნველყოს რეგისტრანტისთვის რეგისტრატორის ცვლილების პროცედურა.

5.4 რეგისტრატორი ახორციელებს სარეგისტრაციო მომსახურების გაწევას შემდეგნაირად:

5.4.1 დომენური სახელის რეგისტრაცია

5.4.1.1 რეგისტრატორი ელექტრონული სახით იღებს დომენური სახელის რეგისტრაციის განაცხადს.

5.4.1.2 ადმინისტრატორი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს სარეგისტრაციო განაცხადი შემდეგი მიზეზის გამო: ა) სარეგისტრაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს დომენის რეგულაციით დადგენილ მოთხოვნებს; ან ბ)რეგისტრატორის ხელშეკრულების შესაბამისად დომენური სახელის რეგისტრატორს შეჩერებული აქვს სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.

5.4.1.3 3.1.3 პუნქტის შესაბამისად დომენური სახელის რეგისტრაციის შემდგომ ასეთი დომენური სახელი ითვლება დაკავებულად და რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი არ არის უფლებამოსილი მიიღოს სარეგისტრაციოგანაცხადი ან/და დააკმაყოფილოს ასეთი განაცხადი იმავე დომენურ სახელზე. დომენური სახელის აქტივაცია ხორციელდება რეგისტრანტის მიერ სახელის სერვერის რეგისტრატორისთვის წარდგენის მომენტიდან.

5.4.1.4 დომენური სახელი შესაძლებელია დარეგისტრირდეს მინიმუმ 1 (ერთი) და მაქსიმუმ 5 (ხუთი) წლიანი პერიოდით, იგივე ვადით განახლების პირობით (შემდგომში „რეგისტრაციის პერიოდი“).

5.4.2 რეგისტრაციის განახლება

5.4.2.1 რეგისტრანტი უფლებამოსილია მოითხოვოს დომენური სახელის რეგისტრაციის განახლება შემდგომი რეგისტრაციის პერიოდით იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრანტი წინასწარ გადაიხდის რეგისტრაციის განახლების საფასურს,ასეთი რეგისტრაციის განახლების საფასური მოცემული უნდა იყოს რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

5.4.2.2 იმ დომენური სახელების, რომლებიც რეგისტრირებულია წინამდებარე დომენის რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღამდე, რეგისტრაციის განახლების საფასური არ უნდა აღემატებოდეს რეგისტრანტის მიერ დომენურისახელის პირველადი რეგისტრაციის დროს გადახდილ სარეგისტრაციო საფასურის ოდენობას გარდა 9.1.7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.

5.4.2.3 რეგისტრატორი ვალდებულია დომენური სახელის რეგისტრაციის განახლების შემთხვევაში გაუწიოს რეგისტრანტს სარეგისტრაციო მომსახურება იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით ვიდრე უწევდა პირველადირეგისტრაციის პერიოდის განმავლობაში.

5.4.2.4 რეგისტრატორი ვალდებულია კონკრეტული დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის გასვლამდე შეატყობინოს ადმინისტრატორს დომენური სახელის გაუქმების ან განახლების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორიარ შეატყობინებს ადმინისტრატორს დომენური სახელის გაუქმების ან განახლების შესახებ დომენური სახელის რეგისტრაცია შეჩერდება ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. აღნიშნული 30 (ოცდაათი) დღიანიპერიოდის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორი არ გააგრძელებს დომენური სახელის სარეგისტრაციო ვადას, ადმინისტრატორი ვალდებულია გააუქმოს დომენური სახელის რეგისტრაცია და წაშალოს დომენურსახელთან დაკავშირებული მონაცემები დომენური სახელების რეესტრიდან.

5.4.3 საკონტაქტო ინფორმაციის განახლება

5.4.3.1 რეგისტრანტის მიერ სისტემაში წინამდებარე 4.1.1 პუნქტის (i)- (iv) ქვე-პუნქტებში და 4.1.2 პუნქტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოცემული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი ვალდებულიაგაუგზავნოს რეგისტრანტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინება ცვლილების მოთხოვნის მიღების შესახებ და განუსაზღვროს 7 (შვიდი) დღე ასეთი მოთხოვნის დასადასტურებლად.

5.4.3.2 რეგისტრანტის მიერ დადასტურების შემთხვევაში რეგისტრატორს შეაქვს ცვლილება სარეგისტრაციო მონაცემებში და უგზავნის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შესახებ შეტყობინებას ადმინისტრატორს.

5.4.4 ცვლილებები სახელის სერვერის ჩანაწერებში

5.4.4.1 რეგისტრატორი უფლებას აძლევს რეგისტრანტს, ადმინისტრაციულ საკონტაქტო პირს, ან ტექნიკურ საკონტაქტო პირს დომენურ სახელთან დაკავშირებულ სახელის სერვერის ჩანაწერებში შეიტანოს დამატება, ცვლილება ანწაშალოს ასეთი ჩანაწერები, ან შეასრულოს აღიშნული ოპერაციები თავად რეგისტრატორმა ჩამოთვლილი პირების წერილობითი თხოვნის შემთხვევაში.

5.4.4.2 რეგისტრატორი უფლებამოსილია დომენურ სახელთან დაკავშირებულ სახელის სერვერის ჩანაწერებში დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილება ან წაშალოს ან/და მოითხოვოს იგივე რეგისტრანტისგან, ადმინისტრაციულისაკონტაქტო პირისგან, ტექნიკური საკონტაქტო პირისგან იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ჩანაწერები აფერხებს ან შესაძლოა გამოიწვიოს დომენური სახელის სიტემის ფუნქციონირების შეფერხება, ან თუ ასეთი აუცილებელიადომენური სახელის რეგისტრაციის გაუქმებისთვის.

5.4.5 დომენური სახელის გადაცემა

5.4.5.1 დომენური სახელის გადაცემისას რეგისტრანტი, რომელიც გადასცემს დომენურ სახელს, უნდა შეიცვალოს მიმღები (ახალი) რეგისტრანტით.

5.4.5.2 დომენური სახელის გადაცემის მოთხოვნის მიღებისთანავე, რეგისტრატორი უგზავნის ადმინისტრატორს გადამცემი რეგისტრანტის და მიმღები რეგისტრანტის მიერ დასტურს ელექტრონული ფორმით, რომელშიც აშკარაამიმღები რეგისტრანტის ნება, რომ დომენური სახელი დარეგისტრირდეს მის სახელზე და ასევე გადამცემი რეგისტრანტის ნება, რომ გადასცეს დომენური სახელი მიმღებ რეგისტრანტს. ელექტრონული განაცხადი უნდა შეიცავდეს 4.1.1პუნქტში მითითებულ მონაცემებს მიმღები რეგისტრანტის შესახებ, მიმღები რეგისტრანტის თანხმობას წინამდებარე დომენის რეგულაციაზე და შესაბამის განცხადებას, რომ მიმღები რეგისტრანტი იღებს ვალდებულებასკეთილსინდისიერად შეასრულოს მისი პირობები. განაცხადი ჩაითვლება სამართლებრივი ძალის არმქონედ იმ შემთხვევაში, თუ გადაგზავნილია დომენურ სახელთან დაკავშირებით სასამართლოში ან დავის ალტერნატიულგანმხილველ ორგანოში მიმდინარე დავის დასრულებამდე.

5.4.5.3 დომენური სახელის გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ან დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების ან/და შესაბამისისააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

5.4.5.4 ადმინისტრატორმა რეგისტრანტის ცვლილების შესახებ განაცხადის მიღების შემდეგ უნდა აცნობოს გადამცემი და მიმღები რეგისტრანტების რეგისტრატორებს დომენური სახელის გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმისშესახებ. შესაბამისი რეგისტრატორი ვალდებულია დროულად გადაუგზავნოს აღნიშნული ინფორმაცია გადამცემ რეგისტრანტს და მიმღებ რეგისტრანტს.

5.4.6 რეგისტრატორის ცვლილება

5.4.6.1 რეგისტრანტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს რეგისტრატორი.

5.4.6.2 რეგისტრანტი არსებულ რეგისტრატორის სისტემაში ელექტრონულად ითხოვს ავტორიზაციის კოდს. ავტორიზაციის კოდის მოთხოვნას რეგისტარტორი უგზავნის ადმინისტრატორს. ადმინისტრატორისგან მიღებულავტორიზაციის კოდს არსებული რეგისტრატორი უგზავნის რეგისტრანტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. რეგისტრანტი უფლებამოსილია გამოიყენოს მიღებული ავტორიზაციის კოდი 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. ასეთი 7 (შვიდი) დღიანი ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრანტმა განმეორებით უნდა მოითხოვოს რეგისტრატორისგან ავტორიზაციის კოდი.

5.4.6.3 რეგისტრანტი ახალი რეგისტრატორის სისტემაში აგენერირებს რეგისტრატორის ცვლილების მოთხოვნას და ახალი რეგისტრატორის მოთხოვნის შესაბამისად გადასცემს მიღებულ ავტორიზაციის კოდს ახალ რეგისტრატორს.

5.4.6.4 ახალი რეგისტრატორი აპის მეშვეობით გადასცემს კოდს და რეგისტრატორის ცვლილების შესახებ მოთხოვნას ადმინისტრატორს.
ახალი რეგისტრატორი EPP პროტოკოლის მეშვეობით გადასცემს კოდს და რეგისტრატორის ცვლილების შესახებ მოთხოვნას ადმინისტრატორს. (ამოქმედდეს დომენის რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდგომ თარიღზე)

5.4.6.5 ადმინისტრატორი ამოწმებს ელექტრონულად მიღებულ მოთხოვნას და ავტორიზაციის კოდის სიზუსტეს.

5.4.6.6 ადმინისტრატორი ვალდებულია შეატყობინოს არსებულ რეგისტრატორს მასთან რეგისტრირებული რეგისტრანტისგან რეგისტრატორის ცვლილების მოთხოვნის შესახებ.

5.4.6.7 არსებული რეგისტრატორი უგზავნის შეტყობინებას რეგისტრანტს მის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის რეგისტრატორის ცვლილების მოთხოვნის ინიცირების შესახებ და განუსაზღვრავს 7 (შვიდი) დღეს ასეთიმოთხოვნის გასაუქმებლად ან დასადასტურებლად.

5.4.6.8 7 (შვიდი) დღის გასვლის შემდეგ თუ რეგისტრანტმა არ გააუქმა მოთხოვნა, ან არ დაადასტურა, რეგისტრატორი ატყობინებს ადმინისტრატორს რეგისტრატორის ცვლილების დასრულების შესახებ და ადმინისტრატორს შეაქვსრეგისტრატორის ცვლილების შესახებ ჩანაწერი დომენური სახელების რეესტრში.

5.4.6.9 მხოლოდ ახალ რეგისტრატორს აქვს უფლება მოითხოვოს საფასური რეგისტრანტისგან რეგისტრატორის შეცვლასთან დაკავშირებით.

5.4.6.10 რეგისტრატორის ცვლილების შემთხვევაში რეგისტრანტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს არსებულ რეგისტრატორთან წინასწარ გადახდილი რეგისტრაციის საფასურის რაიმე ნაწილის უკან დაბრუნება. ასეთი საფასურიჩაითვლება არსებული რეგისტრატორისთვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის პირგასამტეხლოს სახით გადასახდელ თანხად.

5.4.6.11 იმ შემთხვევაში, თუ ახალი რეგისტრატორი ითხოვს რეგისტრანტისგან სარეგისტრაციო საფასურის გადახდას, აღნიშნული სარეგისტრაციო საფასური ჩაითვლება მომდევნო რეგისტრაციის პერიოდისთვის გადახდილსაფასურად

VI. დომენური სახელის დაურეგისტრირებლობა, რეგისტრაციის შეჩერება, გაუქმება და წაშლა

6.1 ადმინისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრატორს, ასევე, რეგისტრატორი უფლებამოსილია უარი უთხრას რეგისტრანტს დომენური სახელის რეგისტრაციაზე ან შეაჩეროს რეგისტრაცია არსებითი საფუძვლისარსებობის შემთხვევაში, მათ შორის, შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

6.1.1 დომენის რეგულაციის შესაბამისად, ადმინისტრატორს არ გაეგზავნა სრულყოფილი ინფორმაციის შემცველი დომენური სახელის რეგისტრაციის განაცხადი, ან გადაცემის განაცხადი, ან თანხმობა;

6.1.2 არ დგინდება რეგისტრანტის ან რეგისტრანტის წარმომადგენლის ვინაობა დომენის რეგულაციის შესაბამისად;

6.1.3 დომენური სახელის ზოგადი დომენის ზონაში რეგისტრაციის პირობები არ არის შესრულებული;

6.1.4 რეგისტრანტმა დაარღვია დომენის რეგულაცია ან/და მარეგულირებელი კანონმდებლობა და არ აღმოუფხვრია ასეთი დარღვევა ადმინისტრატორისგან ან/და რეგისტრატორისგან რეგისტრანტისთვის, ადმინისტრაციულისაკონტაქტო პირისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში;

6.1.5 თუ შესაბამისი მოთხოვნა გადაგზავნილია ადმინისტრატორისთვის სასამართლოს ან დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მიერ, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის მიერ;

6.1.6 დომენური სახელი არის რეზერვირებული ან დაკავებული;

6.1.7 4.1.9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6.2 ადმინისტრატორი ან/და რეგისტრატორი დაუყოვნებლივ გააუქმებს დომენური სახელის შეჩერების პროცესს სათანადო მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ.

6.3 ადმინისტრატორი ან/და რეგისტრატორი ვალდებულია გააუქმოს დომენური სახელის რეგისტრაცია:

6.3.1 შეჩერებიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრება მითითებულ ვადაში გარდა წინამდებარე რეგულაციის 6.1.5 და 6.1.7 პუნქტებში მითითებული საფუძვლითრეგისტრაციის შეჩერებისა;

6.3.2 კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი სასამართლო ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე.

6.4 რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დომენური სახელის რეგისტრანტს დომენური სახელის შეჩერების შესახებ, შეჩერების გაუქმების შესახებ და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. თუ შეჩერების, შეჩერებისგაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების ინიციატორი რეგისტრატორია, რეგისტრატორს ეკისრება ადმინისტრატორისთვის შეტყობინების ვალდებულება.

VII. რეგისტრატორის და ადმინისტრატორის უფლება-მოვალეობები

7.1 რეგისტრატორისთვის დადგენილი მოთხოვნები

7.1.1 იმისთვის, რომ პირს რეგისტრატორის ხელშეკრულების საფუძველზე მიენიჭოს რეგისტრატორის ფუნქციები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
(i) უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი; (გაუქმდეს დომენის რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდგომ თარიღზე)
(ii) უნდა გააჩნდეს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დომენური სახელების ონლაინ რეგისტრაცია და რეგისტრირებული დომენური სახელების რეესტრის წარმოება. ასეთი ვებ-გვერდისდომენური სახელის მფლობელს უნდა წარმოადგენდეს რეგისტრატორი კომპანია;
(iii) რეგისტრატორის ვებ-გვერდი უნდა იძლეოდეს ონლაინ გადახდების განხორციელების საშუალებას, სულ მცირე ვიზა და მასტერ-ქარდ ბარათის მეშვეობით;
(iv) უნდა შეეძლოს რეგისტრატორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულება. რეგისტრატორის ხელშეკრულება გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე;
(v) რეგისტრატორს უნდა ჰქონდეს EPP პროტოკოლით მუშაობის საშუალება; (ამოქმედდეს დომენის რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდგომ თარიღზე)

7.1.2 დომენის რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრატორი უფლებამოსილია EPP პროტოკოლის ნაცვლად მუშაობა უზრუნველყოს აპის საშუალებით;

7.1.3 რეგისტრატორობის მსურველი ვალდებულია სარეგისტრაციო განაცხადში მიუთითოს ადმინისტრაციული საკონტაქტო პირი და ასევე ტექნიკური საკონტაქტო პირი. რეგისტრატორის ადმინისტრაციული საკონტაქტო პირისდა ტექნიკური საკონტაქტო პირის მიმართ ვრცელდება წინამდებარე რეგულაციის 4.1.1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

7.1.4 დაინტერესებული კანდიდატი ვალდებულია სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად ადმინისტრატორს წარუდგინოს სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის შესახებ რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გასაფორმებელიხელშეკრულების ფორმა, რომლის პირობები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე დომენის რეგულაციას.

7.1.5 დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა წარადგინოს შევსებული სარეგისტრაციო განაცხადი და გადაიხადოს განაცხადის წარდგენის ერთჯერადი საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარებადაბრუნებას. ადმინისტრატორი ვალდებულია სარეგისტრაციო განაცხადის მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადაში განიხილოს განაცხადი და აცნობოს დაინტერესებულ კანდიდატს განაცხადის დაკმაყოფილების, უარის თქმის შესახებ ანხარვეზის დადგენის შესახე. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში რეგისტრატორობის კანდიდატი ვალდებულია აღმოფხვრას ასეთი ხარვეზი შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში.

7.1.6 რეგისტარტორის ვებ-გვერდის და სისტემის უსაფრთხოების მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრატორი რეკომენდაციას უწევს რეგისტრატორს, ჰქონდეს PEN ტესტის სერთიფიკატი.

7.2 რეგისტრატორის ხელშეკრულება

7.2.1 სარეგისტრაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია გააფორმოს რეგისტრატორის ხელშეკრულება ადმინისტრატორთან. დომენის რეგულაცია წარმოადგენს რეგისტრატორის ხელშეკრულებისგანუყოფელ ნაწილს.

7.2.2 რეგისტრატორი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს რეგისტრატორის ხელშეკრულებით და დომენის რეგულაციით ნაკისრი ვალდებულებები.

7.2.3 ადმინისტრატორი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს რეგისტრატორის ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ასევე დომენის რეგულაციის 7.3.2, 7.3.3 პუნქტებში მითითებულისაფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

7.3 რეგისტრატორის მიერ უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება

7.3.1 რეგისტრატორმა არ უნდა შეაფერხოს, გადატვირთოს სახელის სერვერი, დომენური სახელის სარეგისტრაციო პლატფორმა და სისტემა, ან განახორციელოს სხვა ქმედება, რომელიც სახელის სერვერის, დომენური სახელისსარეგისტრაციო პლატფორმის და სისტემის სრულყოფილ და სტაბილურ მუშაობას შეუქმნის საფრთხეს.

7.3.2 რეგისტრატორის მიერ ადმინისტრატორის სისტემაზე არასანქცირებული წვდომის მცდელობის შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია წერილობითი ფორმით გააფრთხილოს ასეთი რეგისტრატორი და მოსთხოვოსარასანქცირებული წვდომის მცდელობის აღკვეთა. არასანქცირებული წვდომის განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში ადმინისტარტორი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად შეწყვიტოს რეგისტრატორთან გაფორმებულიხელშეკრულება.

7.3.3 იმ შემთხვევაში თუ რეგისტრატორის სისტემის მეშვეობით ხორციელდება DoS (Denial of Services) კიბერ-თავდასხმა ადმინისტრატორის სისტემაზე ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეაჩეროს ასეთ რეგისტრატორთანგაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულება მანამ, სანამ რეგისტრატორის სისტემის მეშვეობით ადმინისტრატორის სისტემაზე ხორციელდება DoS კიბერ-თავდასხმა. რეგისტრატორის სისტემის მეშვეობით ადმინისტრატორისსისტემაზე DoS კიბერ-თავდასხმის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად შეწყვიტოს რეგისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულება.

7.4 ადმინისტრატორის საქმიანობა დომენური სახელის რეგისტრაციის დროს

7.4.1.1 ადმინისტრატორი უფლებამოსილია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე WHOIS მომსახურების მეშვეობით გამოაქვეყნოს რეგისტრანტის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაცია რეგისტრანტისა და მის სახელზერეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ, რომელიც მოიცავს შემდეგს:
(i) რეგისტრანტის სრული სახელი (იურიდიული პირის შემთხვევაში იურიდიული პირის სახელი), საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი(ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
(ii) ადმინისტრაციული და ტექნიკური საკონტაქტო პირის სახელები სრულად და მათი საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართები, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფოსტოინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
(iii) სახელის სერვერის სახელი;
(iv) რეგისტრატორის სახელი სრულად;
(v) დომენური სახელის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში უკანასკნელი ცვლილების შეტანის თარიღი, დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი და სტატუსი, დომენური სახელის რეგისტრაციისშეწყვეტის და გაუქმების თარიღები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7.4.1.2 რეგისტრანტს, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რეგისტრანტი იურიდიული პირია, შეუძლია რეგისტრატორის მეშვეობით წარუდგინოს მოთხოვნა ადმინისტრატორს, რომ მან ვებ-გვერდზე მაქსიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში დაფაროს და არ გამოაქვეყნოს ასეთი რეგისტრანტის შესახებ 7.4.1.1 პუნქტში მითითებული ინფორმაცია და გამოაქვეყნოს მხოლოდ იმ რეგისტრატორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც უწევს სარეგისტრაციომომსახურებას რეგისტრანტს. რეგისტრატორი უფლებამოსილია აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის დააწესოს დამატებითი მოსაკრებელი.

7.4.1.3 იმ შემთხვევაში თუ რეგისტრატორს ან/და ადმინისტრატორს მიმართავს მესამე პირი, რომელიც მისი შესაძლო დარღვეული უფლებების სამართლებრივი დაცვის მიზნებისთვის მოითხოვს ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებას,რომელიც არ არის გამოქვეყნებული WHOIS მომსახურების მეშვეობით, იმ რეგისტრანტის შესახებ, რომლის დომენური სახელის რეგისტრაციაც შესაძლოა ლახავდეს ასეთი მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან იმშემთხვევაში თუ რეგისტრანტის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს იურისდიქციის მქონე უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ან/და დომენურ სახელთან დაკავშირებითინიცირებული დავის ფარგლებში WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრი რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი უფლებამოსილია გაუმჟღავნოს ასეთ მესამე პირს, ორგანოს, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრსრეგისტრანტის შესახებ ინფორმაცია.

7.5 ადმინისტრატორის ვალდებულებები

7.5.1 ადმინისტრატორი ვალდებულია:
(i) უზრუნველყოს დომენური სახელების სისტემის ხარისხიანი, უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირება;
(ii) დააწესოს არადისკრიმინაციული და თანაბარი პირობები რეგისტარტორებისათვის;
(iii) ჰქონდეს PEN ტესტის სერტიფიკატი, რომელი სერთიფიკატიც ადასტურებს, რომ ადმინისტრატორის ვებ-აპლიკაციის უსაფრთხოება არის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში;
(iv) ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში, სადაც მოცემული იქნება:
1) სტატისტიკური ინფორმაცია .GE დომენური სახელების გამოყენების შესახებ (რეგისტრანტების ჯამური რაოდენობა რეგისტრატორების მიხედვით და სხვა კატეგორიების მიხედვით, ახალი, განახლებული და გაუქმებულიდომენური სახელების სტატისტიკური მონაცემები);
2) საჩივრებისა და პრეტენზიების შესახებ ინფორმაცია.

7.6 ადმინისტრატორის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

7.6.1 იმდენად რამდენადაც ადმინისტრატორი ასრულებს ინფორმაციულ ან ტექნიკური ხასიათის ოპერაციებს დომენური სახელის რეგისტრაციის პროცესში, ადმინისტრატორი არ აგებს პასუხს მესამე პირების წინაშე, იმის შესახებდომენური სახელის რეგისტრაცია ან თვითონ დომენური სახელი რაიმე სახით წარმოადგენს თუ არა, ან მისი განზრახული გამოყენება არღვევს თუ არა მესამე პირთა კანონიერ უფლებებს, მათ შორის იმ უფლებებს, რომლებიცგამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრებიდან.

VIII. პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა

8.1 დომენის რეგულაციის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია ადმინისტრატორისთვის ან/და რეგისტრატორისთვის დომენური სახელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

8.2 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ადმინისტრატორი წარმოადგენს მონაცემთა დამმუშავებელს, ხოლო რეგისტრატორი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელიც რეგისტრატორისხელშეკრულების და ამ დომენის რეგულაციის საფუძველზე ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს.

8.3 ადმინისტრატორი და რეგისტრატორი ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს შემდეგნაირად:

8.3.1 რეგისტრანტის სარეგისტრაციო განაცხადის განსახილველად და მისთვის მომსახურების გასაწევად, რეგისტრანტის თანხმობის საფუძველზე, რომელი თანხმობაც გამოხატულია და დაფიქსირებულია სარეგისტრაციოგანაცხადში და რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რეგისტრატორი და ადმინისტრატორი აგროვებენ და ამუშავებენ შემდეგი კატეგორიის ინფორმაციას:
(i) რეგისტრანტის, რეგისტრანტის ტექნიკური და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის, ბილინგ საკონტაქტო პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტოტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
(ii) რეგისტრანტის, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის, ტექნიკური საკონტაქტო პირის, ბილინგ საკონტაქტო პირის პირადი ნომერი, ასაკი, სქესი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი,ქვეყანა, რომელმაც გასცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში - დაბადების თარიღი და ქვეყანა, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს;
(iii) ფინანსურ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია დომენური სახელის სარეგისტრაციო საფასურისა და რეგისტრაციის განახლების საფასურის გადახდასთან, მათ შორის, ანგარიშის ნომერი;
(iv) რეგისტრანტის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ ინფორმაცია, დომენური სახელის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში უკანასკნელი ცვლილების შეტანის თარიღი, დომენური სახელისრეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი და სტატუსი, დომენური სახელის რეგისტრაციის შეწყვეტის და გაუქმების თარიღები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
(v) იმ სახელის სერვერების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ემსახურება რეგისტრანტის სახელზე რეგისტრირებულ დომენურ სახელს;
(vi) ავტომატურ რეჟიმში ლოგ ფაილების სახით შეგროვებული ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის და არამხოლოდ, მოიცავს რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის გამოყენების, სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების,გადახდების, რეგისტრანტის პროფილის მართვის შესახებ ინფორმაციას.

8.3.2 რეგისტრატორი და ადმინისტრატორი უფლებამოსილები არიან შეაგროვონ და დაამუშაონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები რეგისტრანტის სახელზე დომენური სახელის რეგისტრაციისა და რეგისტრანტისთვისსარეგისტრაციო მომსახურების გაწევის მიზნით, რაც საჭიროა, მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი ქმედებების განსახორციელებლად:
(i) დომენური სახელის რეგისტრაციისთვის და სარეგისტრაციო მომსახურების გასაწევად;
(ii) WHOIS მომსახურების მეშვეობით რეგისტრანტისა და მის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად;
(iii) ადმინისტრატორის/რეგისტრატორის კომპეტენციას მიკუთვნებული ოპერაციების შესასრულებლად ან გადაწყვეტილების მისაღებად;
(iv) კანონმდებლობის ან სტანდარტის, ინსტრუქციის ან ჩვეულებითი პრაქტიკის, სავალდებულო ძალის მქონე წესების, რომლებიც ვრცელდება ადმინისტრატორზე/რეგისტრატორზე, დასაცავად, ასევე დარღვეული, ან სადავოდგამხდარი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სასამართლოსა თუ დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მეშვეობით;
(v) რეგისტრანტის და რეგისტრანტის ტექნიკური და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენის უზრუნველსაყოფად;
(vi) დომენური სახელების რეესტრის ფუნქციონირებისთვის.

8.4 ადმინისტრატორი/რეგისტარტორი უფლებამოსილია გაამჟღავნოს რეგისტრანტის პერსონალური ინფორმაცია შემდეგ შემთხვევებში:
(i) 7.4.1.1პუნქტის შესაბამისად დომენური სახელის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;
(ii) 7.4.1.3 პუნქტის შესაბამისად მესამე პირისთვის, შესაბამისი იურისდიქციის მქონე უფლებამოსილი ორგანოსთვის, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისთვის, სასამართლოსთვის, ალტერნატიული დავისგანმხილველი ორგანოსთვის რეგისტრანტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა.

8.5 რეგისტრატორი და ადმინისტრატორი უფლებამოსილნი არიან დაამუშაონ და შეინახონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის თაობაზეგაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის და ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან/შეწყვეტიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, ასეთი ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრატორი/ადმინისტრატორი ვალდებულიაწაშალოს რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები.

8.6 რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ რეგისტრანტი უფლებამოსილია მოსთხოვოსრეგისტრატორს/ადმინისტრატორს საკუთარი პერსონალური მონაცემების წაშლა, რა შემთხვევაშიც რეგისტრატორს/ადმინისტრატორი ვალდებულია წაშალოს ასეთი რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები.

8.7 რეგისტრანტს, ადმინისტრაციულ საკონტაქტო პირს და ტექნიკურ საკონტაქტო პირს უფლება აქვთ ადმინისტრატორისგან და რეგისტრატორისგან, რომლის მეშვეობითაც რეგისტრანტმა გააკეთა სარეგისტრაციო განაცხადიდომენური სახელის დასარეგისტრირებლად ან რეგისტრატორის შესაცვლელად, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ადმინისტრატორის და რეგისტარტორის მიერ დამუშავებული თავისი პერსონალურ მონაცემების შესახებ.

IX. დომენის რეგულაციაში ცვლილებების შეტანა

9.1.1 ადმინისტრატორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს რეგისტრატორისთვის დადგენილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური ცვლილებების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 2 (ორი) თვით ადრერეგისტრატორისთვის შეტყობინების გაგზავნის და ცვლილებების ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით.

9.1.2 ადმინისტრატორი უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დომენის რეგულაციაში, ცვლილებების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით. რეგისტრატორმა უნდა შეატყობინოს რეგისტრანტს დომენისრეგულაციაში ცვლილებების შესვლის შესახებ არაუგვიანეს ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლამდე 1 (ერთი) თვისა. ცვლილებები ყველა რეგისტრანტისთვის ძალაში შედის ასეთი ცვლილებების ადმინისტრატორის ვებ-გვერდზეგამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის შემდგომ თარიღზე.

9.1.3 თუ 9.1.2 პუნქტში აღნიშნული ცვლილებები მიუღებელია რეგისტრანტისთვის, რეგისტრანტი უფლებამოსილია არ განაახლოს დომენური სახელის რეგისტრაცია, ან გადასცეს დომენური სახელი წინამდებარე 5.4.5 პუნქტშიმოცემული პირობით.

9.1.4 იმ შემთხვევაში თუ რეგისტრანტი არ ისარგებლებს წინამდებარე 9.1.3 პუნქტში მოცემული უფლებით, უნდა ჩაითვალოს, რომ ის დაეთანხმა დომენის რეგულაციაში შეტანილ ცვლილებებს.

9.1.5 დომენის რეგულაციაში ცვლილებას, რომელიც აუარესებს რეგისტრატორების ან/და რეგისტრანტების მდგომარეობას, ადმინისტრატორი შეიტანს დაინტერესებულ პირებთან (stakeholders) კონსულტაციის შემდეგ.

9.1.6 ადმინისტრატორი დომენის რეგულაციაში იმ ცვლილებებს, რომლებიც არსებითად აუარესებს ამ რეგულაციის ან/და რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორის ხელშეკრულებისტარიფებისა და ანგარიშსწორების პირობებს, შეიტანს მხოლოდ ცვლილებების ინიცირების თარიღისთვის არსებული რეგისტრატორების 51% -ის (ორმოცდათერთმეტი პროცენტი) თანხმობის შემთხვევაში. ასეთი ცვლილებებითითოეული რეგისტრატორისთვის ძალაში შევა შემდეგი ორი თარიღიდან, რომელიც უფრო ადრე დადგება: ა) ცვლილების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ან ბ) რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებულირეგისტრატორის ხელშეკრულების ვადის გასვლის თარიღიდან.

9.1.7 წინამდებარე მუხლის 9.1.6 პუნქტში მოცემული წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც ადმინისტრატორის მიერ ამ რეგულაციისა ან/და რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის გაფორმებული რეგისტრატორისხელშეკრულების ტარიფებისა და ანგარიშსწორების პირობების ცვლილება გამოწვეულია ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის ინფლაციით, რომლის დონეც საქართველოს სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერგამოქვეყნებული მაჩვენებლით აღემატება 20%-ს (ოცი პროცენტი). ასეთ შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია ცალმხრივად, არსებული ინფლაციის პროპორციულად შეცვალოს ტარიფებისა და ანგარიშსწორების შესაბამისიპირობები რეგისტრატორისთვის ცვლილების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე შეტყობინების გაგზავნით. ტარიფებისა და ანგარიშსწორების პირობების წინამდებარე პუნქტში მოცემულიწინაპირობით ცვლილების შემთხვევაში, რეგისტრატორი უფლებამოსილია იმავე პროპორციით გაზარდოს დომენის რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღამდე რეგისტრირებული დომენური სახელების რეგისტრაციის განახლებისსაფასური.

X. ზიანის ანაზღაურება

10.1 ადმინისტრატორი, რეგისტრატორი და რეგისტრანტი, დომენის რეგულაციით რეგულირებული ურთიერთობების ფარგლებში, არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მიუღებელი შემოსავლის ან სხვა არაპირდაპირი სახისზიანზე ერთმანეთის მიმართ.

10.2 ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა სამართლებრივი ძალის მქონეა, თუ ასეთი მოთხოვნა გაკეთებულია 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც მხარემ შეიტყო ან უნდა შეეტყო ასეთი მოთხოვნისსაფუძვლის არსებობის შესახებ.

XI. დავების მოგვარება

11.1 იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირდება დომენური სახელი, რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების ერთიან პოლიტიკაზე (Uniform Domain Name Dispute Resolution Policy “UDRP”), მათ შორის, წესებზე და დამატებით რეგულაციაზე, რომლებიც წარმოადგენს ამ დომენის რეგულაციის განუყოფელ ნაწილს. ძალაში მყოფი UDRP, წესები და დამატებითი რეგულაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.wipo.int/amc/en/domains/cctld/ge/index.html.

11.2 რეგისტრანტი თანხმობას აცხადებს, რომ 11.1 პუნქტის შესაბამისად დავები განიხილოს WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრმა. დავის განხილვის ენა უნდა იყოს ინგლისური.

11.3 ადმინისტრატორს, რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის ურთიერთობებზე და დომენის რეგულაციაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

11.4 დომენური სახელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით რეგისტრანტსა და რეგისტრატორს ასევე რეგისტრატორსა და ადმინისტრატორს შორის დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის შეთანხმებისმიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11.5 რეგისტრატორი უფლებამოსილია რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით განსაზღვროს რეგისტრანტს და რეგისტრატორს შორის წარმოშობილი დავების მოგვარების ალტერნატიულიმექანიზმი. რეგისტრატორი არ არის უფლებამოსილი რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით განსაზღვროს WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის გარდა სხვა კომპეტენტური ორგანო მესამეპირებსა და რეგისტრანტს შორის დომენურ სახელთან დაკავშირებული ისეთი დავის განსახილველად, რომელიც წარმოიშობა UDRP-ის შესაბამისად.

XII. დასკვნითი დებულებები

12.1 რეგისტრანტმა და რეგისტრანტის წარმომადგენელმა, მათ შორის, ადმინისტრაციულმა საკონტაქტო პირმა მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყონ ადმინისტრატორისთვის და რეგისტრატორისთვის საჭირო ინფორმაციისდა დოკუმენტების წარდგენა პირადობის ნამდვილობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გასაკონტროლებლად და უნდა მისცენ უფლება ასლების გაკეთების. ადმინისტრატორი და რეგისტრატორი უფლებამოსილნი არიანმოითხოვონ რეგისტრატორისთვის წარდგენილი პირადობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლები.

12.2 ადმინისტრატორი უფლებამოსილია მოითხოვოს უცხო ქვეყანაში გამოცემული დოკუმენტების ლეგალიზება, ან ლეგალიზაციის შემცვლელი სერთიფიკატის დართვა (აპოსტილი), თუ საქართველოს კანონმდებლობა სხვა რამეს არითვალისწინებს.

12.3 უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ადმინისტრატორი უფლებამოსილია მოითხოვოს დოკუმენტის ქართულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა. თარგმანი შესრულებული უნდა იყოს სერთიფიცირებული თარჯიმნის მიერ ანთარჯიმნის ხელმოწერა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული.

12.4 ადმინისტრატორი უფლებამოსილია ივარაუდოს რეგისტრანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა, კანონიერება და ვალიდურობა. ადმინისტრატორი უფლებამოსილია გააკეთოს წარდგენილი დოკუმენტებისასლები და შეინახოს შეტყობინებები, განცხადებები და საჩივრები, რომლებიც წარდგენილია ელექტრონულად და გამოიყენოს აღნიშნული დოკუმენტები მტკიცებულების მიზნებისთვის.

12.5 არც ადმინისტრატორმა და არც რეგისტრატორმა არ უნდა მიიღოს დოკუმენტი ან განაცხადი, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობაზე მიუთითებს და მასში რეგისტრანტის სურვილი საეჭვოა, ანდოკუმენტი, რომლის ავთენტურობა ეჭვს იწვევს. ადმინისტრატორის ან რეგისტრატორის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგისტრანტი ან რეგისტრანტის წარმომადგენელი ვალდებულია გამოცხადდეს ადმინისტრატორის წინაშე ანრეგისტრატორის იურიდიულ მისამართზე განმარტების მიზნებისთვის და წარადგინოს ახსნა-განმარტებები და დოკუმენტები.

12.6 რეგისტრანტი ვალდებულია აცნობოს თავის რეგისტრატორს, თუ მის მიერ წარდგენილი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი, მათ შორის, ნოტარიულად დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიგაუქმდება ან გამოცხადდება ძალადაკარგულად.

12.7 წინამდებარე დომენის რეგულაცია შედგენილია ინგლისურ და ქართულ ენაზე, ორივე ენაზე შედგენილ დოკუმენტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა*.
*ვინაიდან, დომენის რეგულაცია არის რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის გასაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის მიერ ასეთი ხელშეკრულებიდან გამომდინარედავებზე კომპეტენციის დასადგენად აუცილებელია, რომ ხელშეკრულება და მისი შემადგენელი ნაწილები იყოს ინგლისურ ენაზე.

XIII. გარდამავალი დებულებები

13.1 წინამდებარე დომენის რეგულაცია ძალაში შედის 2018 წლის 15 აპრილიდან და ვრცელდება ყველა დომენურ სახელზე, მათ შორის ძალაში შესვლის თარიღისთვის „GE დომენის რეგისტრაციის წესების და პირობები“-ს საფუძველზერეგისტრირებულ დომენურ სახელებზე.